“სამბოს ჩემპიონი და მისი მთელი ოჯახი გარდაიცვალა,შარშან სამეგრელოში ისვენებდა..” – ნახეთ უმძიმესი ინფორმაცია

0

სამბოს ჩემპიონის არტემ პრიიმენკოს მთელი ოჯახი 9 მარტს, რუსულ ჭურვებს შეეწირნენ.
საოჯახო მარანი ოდას დამფუძნებელი ქეთო ნინიძე იხსენებს, ჩემპიონის ოჯახი გასულ წელს სამეგრელოში იყო, მარტვილს სტუმრობდნენ.
“შეძრულები ვართ! ეს საყვარელი ოჯახი შარშან გვესტუმრა და თავიანთი სილაღით, კეთილშობილებით დაგვამახსოვრეს თავი.

16 წლის არტემ პრიიმენკო – ახალგაზრდა, იმედისმომცემი უკრაინელი ჩემპიონი, დედა – ეკატერინა, მამა – ვიტალი, დიდი ბებია და ორი პატარა ძმა – კირილი და ეგორი სუმის ოლქში რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპნენ. მთელი ოჯახი…ასე ეპყრობა ველური რუსეთი სიცოცხლის მოყვარულ ადამიანებს და ასე უპირისპირდება მათი ველური ლიდერი თავისსავე კოლეგას.”,- წერს ქეთო ნინიძე.

წყარო:daqali.club

Share.