“სამარცხვინო საქმეებშია ბრალდებული უპატიებელია, სცემდე საკუთარი ოჯახის წევრს ჩოგნით..” – ნახეთ ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის ვიდეოს აქვეყნებს

0

მას შემდეგ, რაც ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ღიად გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მიმართ, ნეკა დოროყაშვილმა საკუთარ „ფეისბუკზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
„ცხოვრება საინტერესოა… ადამიანებს გვაქვს გარკვეული ნორმები და წესები, რითაც ვარეგულირებთ ერთმანეთთან ურთიერთობებს, ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის ინტერესებს. ასევე არის ნებისმიერი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის საუბრის დრო, როდის თავშეკავების და ზოგადად, რა როგორ ხდება ელემენტარული ნორმები. მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო იძახის, რომ მიდის ევროპისა და ამერიკისკენ, გვესაუბრება დასავლურ
ღირებულებებზე, ამ დროს ზიმბაბვესავით არ უნდა მოქმედებდეს.

ადამიანი ბრალდებულია მეტად სამარცხვინო საქმეებზე, ლაჩრულ და არაკაცურ ქმედებებში, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ, თან 1 კი არა, 4 სხვადასხვა დავა, მათ შორის, 1 ყოფილ ცოლთან და 2 საკუთარ ღვიძლ შვილთან, 6 წლის ბავშვთან. ასეთ დროს ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელეები და პარტიები ევროპასა და ამერიკაში ცდილობენ იყვნენ მეტად თავშეკავებულები და არ იყენებენ ბრალდებულებს 4 სხვადასხვა სასამართლო პროცესით სხვადასხვა მხარესთან თავიანთ პიარ და საარჩევნო კამპანიაში. სულ რომ უყვარდეს ადამიანს ეგ სპორტსმენი და გულშემატკივრობდეს, ელემენტარულად თუ აზროვნებ, კითხვები უნდა გაგიჩნდეს, რომ რამდენად ცუდი ტიპია და რამდენად საეჭვოა მისი კეთილსინდისიერება, როდესაც ადამიანს, თუკი სადმე შეიძლებოდა რომ შეშლოდა, ყველგან შეეშალა და სხვადასხვა ადამიანთან, სულ სხვა ერთმანეთთან კავშირში არმყოფ საქმეებზე აქ დავა. ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო ამ თემების განხილვისას, და არ მჯერა და მასეთი მიდგომები აქ ძალას კარგავს, 1 საქმის კარგი არ გჯერა, მაგრამ არაფრის არ მჯერა, რას ნიშნავს?! ბრმა-ყრუობის ხანაა?! თუ მონობის პერიოდია, რომ ვინმესი ბრმად ირწმუნო და არაფრის არ გჯეროდეს, ვითომ ანგელოზია. ამ დროს კი ის გარშემომყოფებს არასწორად ექცეოდეს, შეურაცხყოფას აყენებდეს, უსამართლოდ მოქმედებდეს, არღვევდეს შეთანხმებებს და რაც ყველაზე უპატიებელია, სცემდეს ჩოგნით საკუთარი ოჯახის წევრს. შენ კი იდგე და გაიძახეე, იიიიი არ მჯერააააა……. ადამიანები ვიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ ადრე თუ გვიან და ამიტომ მეტი გონიერებით და კეთილსინდისიერებით უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ საკითხებს ჩვენ გარშემო. არ ვიცი მე, ესენი ევროპისკენ მიდიან თუ ზიმბამბვესკენ, იმიტომ, რომ ძალადობაში ბრალდებული ადამიანი, რომლის პროცესებიც მიმდინარეობს და 4 სხვადასხვა დავა აქვს სხვადასხვა ადამიანთან ამჟამად, პიარ კამპანიაში ჩართეს და საარჩევნოდ იყენებენ….. ვინმეს ფეხი არ დაუცდეს და რამე არ მიჰქაროს, მით უმეტეს, თუ საქმეში ჩახედული არ ხართ, ძალადობის კადრები არ გინახავთ….ცოცხები-ცოცხებიო, რომ გაიძახით, ჩოგნები-ჩოგნებიო, უნდა გაძახებინოთ…… ჩამოყალიბდით ხალხო, დემოკრატია გინდათ და ევროპა თუ ძალადობაში და მონობაში ცხოვრება ზიმბამბვეს დონეზე….“- წერს ნეკა დოროყაშვილი.

Share.