“საკუთარ მამას შვილმა,შვილიშვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და..” – ნახეთ უმძიმესი ტრაგედია თბილისში

0

31 წლის მამაკაცი, რომელმაც მამას ყელი გამოჭრა, გიორგი მენთეშაშვილია. შემზარავი დანაშაულიდან, რამდენიმე საათში ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა – ბრალდებული იმ დროს აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა.კურიერმა გიორგი მენთეშაშვილის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ის დანაშაულს დეტალურად აღწერს, მამის მკვლელობას კი, შურისძიებით ხსნის.ბრალდებული გამოკითხვის ოქმში მიმალვის მცდელობაზეც ყვება. იხსენებს, რომ მეუღლეს დაემშვიდობა და დანაშაულის ადგილი მკვლელობის იარაღით დატოვა. დაკავებამდე გიორგი მენთეშაშვილმა დანა ბუჩქებში გადააგდო, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებს სამალავზე თავად მიუთითა.

როგორც ირკვევა, დანაშაულის დღეს, გია მენთეშაშვილი შვილისგან ეზოს დასუფთავებას მოითხოვდა და ჩხუბიც ამას მოჰყვა. დაპირისპირებას, რომელიც მკვლელობით დასრულდა, მოკლულის და დაკავებულის მეუღლეებიც შეესწრნენ. ამ დროს, სახლში იყვნენ ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილებიც.

მოკლულის ცხედარი ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. ცნობილია, რომ გარდაცვლილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამდენიმე ღრმა ჭრილობა აღენიშნება.

გიორგი მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. 31 წლის მამაკაცი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. წინასასამართლო სხდომამდე, სავარაუდოდ ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მათ შორის ფსიქიატრიული.

მამის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ 31 წლის გიორგი მენთეშაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

Share.