მამაკაცი, რომელიც თბილისში, ორბელიანზე დაჭრეს, მოვიანებიღ კი სასწრაო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, 25 წლისაა.
მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა ეკიპაჟს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ადაჰყავდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება და ახალგაზრდას ჭრილობები მისივე მეგობარმა მიაყენა.
კაცს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.