ცოტახნის წინ ცნობილმა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა რომ მომღერლებს “უჭირთ” იმ კომპოზიტორების სახელის ხსენება, ვისმა სიმღერებმაც ისინი პოპულარული გახადათ. კომპოზიტორმა ნუცა ბუზალაძეც ახსენა.“დაფიცებული მაქვს ცხოვრებაში, არავის სიმღერას აღარ დავუწერ. თავიდანვე ყველაზე კარგად შემეძლო სიმღერა, მაგრამ 200 კილომდე ვიყავი და ვფიქრობდი, სცენას არ მოვუხდებოდი და სხვებს გადავულოცე….
ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო “იურმალა”, აიღო პრიზად 70 ათასი დოლარი. პატარა იები ან ბანბანერკა ან რაფაელო არც გახსენებია, ასე რომ, ამაზე მაქვს საუბარი…” – ამბობდა ვიდეოში კომპოზიტორი.
ნუცა კომპოზიტორის ჩანაწერს გამოეხმაურა:
”დიახ, გავაკეთებ ამ თემაზე კომენტარს. 12 წლის ვიყავი მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და 5000 დოლარი გადავუხადეთ ყველაფერში, ტექსტი, სიმღერა და არანჟირება. “იურმალა” კი 17 წლის ასაკში მოვიგე. ამ სიმღერაში ფული გადავიხადე და სხვათაშორის თავის დროზე საკმაოდ ძვირი.
12 წლის რომ ვიყავი, მაშინ არავინ მიცნობდა და ჩვეულებრივ ვიყიდეთ ეს სიმღერა. რაც შეეხება კითხვას, აქამდე მაიკოსთვის წყენა თუ შემიმჩნევია, გეტყვით, რომ არასოდეს…” – განაცხადა ნუცამ ამბები.ჯი-სთან
წყარო:tbilisitv.club