“საზოგადოება აღფრთოვანებს ვერ მალავდა..” – ნახეთ ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარგნარმა გადაცემაში ულამაზესად იცეკვეს (ვიდეო)

0

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მაია ასათიანმა რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა და “ტვ პირველზე” გადავიდა. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობდა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მას „სიყვითლე“ მობეზრდა. „ახალი პროფილის“ პირველი გადაცემა დახუნძლული იყო თეატრალური და მუსიკალური ნომრებით.
მათ შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება და მაყურებელთა აღფრთოვანება ოთო ფოლადაშვილისა და

ჯულიანა ბარგნარის ცეკვამ დაიმსახურა. „მგზავრების“ სიმღერაზე შესრულებულ ემოციურ ნომერს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს: „საუკეთესო წყვილი“, „ძალიან შთამბეჭდავი ცეკვა იყო, ბრავო“, „მსოფლიოს ბევრ მოცეკვავეს შეშურდება თქვენი“ – წერენ ოთოსა და ჯულიანას გულშემატკივრები.
ვიდეო:

Share.