ბათუმში აბაშიძის ქუჩაზე, არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაჭრეს. ინციდენტი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გადაიყვანეს.“ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ, არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა. თვითონ ამბობდა, რომ დანა ჰქონდა დარტყმული. დაჭრილმა მაისური გაიძრო და სისხლიც უჩანდა.დაჭრილი მოძრაობდა,
თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულად არის, არ ვიცი, არც მიზეზი ვიცი”, – აცხადებს თვითმხილველი. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო:geoambebi.com