ტელეკომპანია ”ფორმულას” ინფორმაციით თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი მოკლეს, მინიმუმ 5 კი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: daqali.club