საზარელი შემთხვევა თბილისში, 68 წლის კაცი მოზარდს აუპატიურებდა, ფოტოსურათებს უღებდა და გახმაურების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა

0

15 წლის ბიჭის გაუპატიიურება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით თბილისში მცხოვრები 68 წლის მამაკაცი მეზობელზე 4 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
უწყებაში იმასაც ამბობენ,რომ უმძიმესი დანაშაულისთვის დაკავებული არასრულწლოვანთან მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.
შსს-ს ცნობით, მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”- შსს

Share.