“საზარელი შემთხვევა,გურჯაანში კაცმა დისშვილის მკვლელი მოკლა..” – ნახეთ რა გახდა მოტივი კაცის მკვლელობის

0

ვენდეტა 10 წლის შემდეგ – საზარელი მკვლელობა მოხდა გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში.
არსებული ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. ახალგაზრდა კაცს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, აქიდან ერთი თავის არეში, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა, სასჯელიც მოხადა 10 წელი ციხეში იჯდა. რაც შეეხება გუშინ დაწყებულ კონფლიქტს, ადგილობრივების ინფორმაციით მხარეებს შორის კონფლიქტი გინების გამო დაიწყო.
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
​პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო:tvpirveli.ge

Share.