“საზარელი დილა გათენდა,აღარ გვყავს ჩვენი თეკლა..” – ნახეთ ვინ არის 17 წლის გოგონა, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა

0

“ჩვენი თეკლა აღარ გვყავს!” – ამ სამწუხარო ინფორმაციას ჟურნალისტი რუსუდან გიგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ის რამდენიმე დღის წინ წერდა, 17 წლის მოზარდს ლეიკემია ჰქონდა. გარდაცვლილი მისი დისშვილი იყო.
“ჩემი თეკლა, ჩემი დისშვილი დღეს 17 წლის გახდა. გვჯეროდა, რომ ამ დღეს

ლეიკემია დამარცხებულები ერთად ვიზეიმებდით საქართველოში, მაგრამ დღეს ის სტამბოლში აჯიბადემის კლინიკის რეანიმაციაშია და ისევ იბრძვის.
ჩემი ძლიერი გოგო 8 თვეა გაუსაძლისს უძლებს.
მან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს! თეკლამ ისევ უნდა იბრჭყვიალოს, ისევ უნდა იციმციმოს, ისევ უნდა გვაბედნიეროს, ისევ გაგვიხაროს გულები! სხვანაირად არ შეიძლება!” – წერდა დეიდა…

Share.