“საბედისწერო ქურდობა,იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო რომ არა..” – ნახეთ რის გამო მუშაობდა მშენებლობაზე ბიჭი, რომელიც გუშინ დაიღუპა

0

27 წლის ახალგაზრდა ბიჭი მშენებლობაზე ტრაგიკულად დაიღუპა. სამშენებლო ამწეს კალათა მოწყდა, რაც ჯაბა ქამადაძეს სიკვდილის მიზეზი გახდა. როგორც მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, ჯაბა მალე გერმანიაში უნდა წასულიყო…”ტრაგედია თბილისში.ეს ახალგაზრდა,პატრიოტი ქართველი Jaba Qamadadze გუშინ მშენებლობაზე მუშაობის დროს გადმოვარდა და დაიღუპა.ვუსამძიმრებ ოჯახს,მეგობრებს.საქართველოს,ღმერთმა აცხონოს.” – წერს ახლობელი.

”Jaba Kamadadze ყველა საბუთი მზად ჰქონდა, მალე გერმანიაში უნდა წასულიყო ისევ სამუშაოდ რადგან აქ არაფერი შეიცვალა მიუხედავად ჩვენი ბოლომდე თავგანწირვისა და ვიღაც გარეწარმა გაქურდა ჯაბას ნაქირავები ბინა თბილისში და ყველაფერთან ერთად წაიღო ის გამზადებული საბუთებიც – ამიტომ გაეწელა დრო წასვლის და ყველა საბუთი ხელახლა გასაკეთებელი გაუხდა, აქ მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით და გაუმართავ ამწეს ემსხვერპლა!..

✊️ მართლა საპატიო – პატრიოტო ქართველო, გკოცნი და მიყვარხარ – მშვიდად განისვენე და ბოდიდი რომ ასეთ უსამართლო ქვეყანაში ვართ!..
❤✊️🇬🇪 ვერ აღვწერ, ვერ ვამბობ, სიტყვები არარასებობს ამ ტკივილის გადმოსაცემად, სულ ასე ვიცინოდით 😥 რაცარუნდა მომხდარიყო – ❤✊️🇬🇪 !..” – წერს ახლობელი.
წყარო:statiebi.club

Share.