“საათში 2 ადამიანი კვდება! ვინმე ამაზე ფიქრობს? ვინმე ამაზე პასუხს აგებს..” – რას ამბობს ირმა სოხაძე

0

,,საათში ორი ადამიანი გვეღუპება. ვინმე ამაზე ფიქრობს? ვინმე ამაზე პასუხს აგებს?”, –ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის დროს, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ზედმეტია.
,,ახლა არ არის ეგ დრო, რომ დღეს ამტკიცო მაინცდამაინც, რომ გაყალბებას ვერ შევეგუებიო, რომელი ხელახალი და ვადამდელი არჩევნები, ახლავე ჩავატაროთ? ახლა გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში, კიდევ კომუნიკაციები და კიდევ ურთიერთობები, ხალხო პანდემიაა! საათში 2 ადამიანი გვეღუპება! ვინმე ამაზე ფიქრობს? ვინმე ამაზე პასუხს აგებს? ვინმე მიხვდა საერთოდ, რა უბედურებაში ვართ? ეს არის დღეს მთავარი, თუ ის – ვინ შევა პარლამეტში?

მაპატიოს ყველამ, სულ არ მენაღვლება ვინ შევა პარლამეტში და ვინ არა. ჩვენ გავწყდით და თუ აღარ დავრჩით ერი, საერთოდ აღარ მაინტერესებს, აღარც ხელისუფალი, აღარც ოპოზიცია, აღარც რესტორანი, აღარც კონცერტი და აღარც ჩემი ბიზნესი, რა ვიცი, რომელიც გინდათ”, – განაცხადა ირმა სოხაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში.

Share.