საავადმყოფოები გადაჭედილია – ქართველი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, ნახეთ როგორ დაიცვათ თავი ვირუსისგან

0

ქუთაისში დეკემბრის ბოლოდან დღემდე ვირუსების შედეგად კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ იმატა.
„მედიაქალსითის“ ბავშვთა ინფექციური განყოფილების გამგის, ლამარა ლიპარტელიანის თქმით, მას გრიპის მწვავე ვირუსით დღეში 70-მდე პაციენტი სტუმრობს. ექიმის განმარტებით, ზოგადი მაჩვენებელი 200-დან 400 პაციენტამდეა გაზრდილი.

„ეს არის ეპიდემია. ყველა ასაკის ადამიანი მოდის ვირუსით. პაციენტებს აქვთ შემდეგი ჩივილები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მტვრევა ორგანიზმში“, – ამბობს ლამარა ლიპარტელიანი.
ექიმები მოქალაქეებს ვირუსისგან თავის დასაცავად ურჩევენ – იარონ პირბადით, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და ჯანსაღი საკვები.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ ძირითადად გავრცელებულია B ტიპის ვირუსი, თუმცა გვხვდება A და რეინო ვირუსებიც.
წყარო: geonewest.com

Share.