“რუსი ტურისტი მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს საფლავში ჩაწვა და გაიჭედა..” – ნახეთ (ვიდეო)

0

კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში ექსკურსიის დროს რუსი ტურისტი ქალი წმინდა ლაზარეს სარკოფაგში ჩაწვა და გაიჭედა. ამის შესახებ გამოცემა GreekReporter-ი წერს.
სარკოფაგიდან ქალის ამოყვანა მხოლოდ სხვა ტურისტების დახმარებით მოხერხდა. წმინდა ლაზარეს სარკოფაგი IX საუკუნის ეკლესიაში, საკურთხევლის ქვეშ მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ სამარხში იპოვეს წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილები.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა და ჩვ. წ. 63 წელს კვიპროსში გარდაიცვალა.
შემთხვევა 2021 წელს მოხდა

ვიდეო:

Share.