რუსეთში მძვინვარებს ვირუსი და მალავენ, ვთხოვ საქართველოს მთავრობას ყველა რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი გადაიყვანოს კარანტინში” – რას ამბობს ანიტა რაჭველიშვილი

0

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. მისი თქმით, რუსეთში მცხოვრებმა ნაცნობებმა აცნობეს, რომ იქ ეპიდაფეთქებაა. ხელისუფლება კი კორონა ვირუსით დაინფიცირების ფაქტებს მალავს. ანიტა რაჭველიშვილის თქმით, აუცილებელია შეწყდეს ფრენები რუსეთთან.

“რუსეთში მძვინვარებს ვირუსი და საქართველოს მთავრობას ვთხოვ გაითვალისწინოს და ყველა რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი გადაიყვანოს კარანტინში ან თვითიზოლაციაში.

მალავენ რომ მოდებულია უკვე და იქ მცხოვრები მეგობრებისგან ვიცი რომ ცუდი მდგომარეობაა!“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

Share.