„რუსეთში კორონავირუსით 1600 ადამიანია გარდაცვლილი, 10 დღეში კი 2 მილიონამდე დაინფიცირდება” – რუსი პოლიტოლოგი აცხადებს, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე ინფორმაციას მალავენ

0

“საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებულია, თუმცა კვირის ბოლოს უკვე კომენდანტის საათსაც შემოიღებენ. ეს ღონისძიებები არ ატარებს ეპიდემიის გავრცელების თავდაცვით ხასიათს, ამას უფრო პოლიტიკური სარჩული აქვს . ის რომ კორონავირუსის ეპოიდემია მოსკოვს არ შეხებია, არის მტკნარი სიცრუე ..იანვრის შემდეგ, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1600 ადამიანს აღემატება.

ინფორმაციამ შიდა წრეებიდან გაჟონა, რადგან ყველა ჩინოვნიკი ზნედაცემული არ არის.. ისინი აცნობიერებენ თუ რა დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე .. დაინფიცირებულთა რაოდენა 130 ათას ადამიანს აჭარბებს და ეს რიცხვი დაახლოებით 10 დღეში 2 მილიონი გახდება.

გაინტერესებთ, როგორ მალავენ გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას? ძალიან მარტივად.. მიზეზი იწერება არა პნევმონია, არამედ სულ სხვა დაავადება და შესაბამისად, ეს ადამიანები ვირუსით გარდაცვლილებში ვერ ჩაითვლებიან.

რატომ იქცევიან ასე? იმიტომ რომ მსოფლიოს აჩვენონ სურათი, თითქოს ქვეყნის მართვის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზეა და ვირუსმაც, რუსეთის გვერდის ავლით ჩაიარა..” – აცხადებს პოლიტოლოგი

Share.