“რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია..” – ნახეთ არის თუ არა საქართველო ამ სიაში

0

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა.
Tass-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი აწერს ხელს. სიაში შედიან სახელმწიფოები და ტერიტორიები, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“.

სიაში საქართველო არ არის.

დოკუმენტის მიხედვით, სიაში შედიან:

ევროკავშირის ქვეყნები
აშშ
ავსტრალია
ალბანეთი
ანდორა
გაერთიანებული სამეფო და მისი საზღვარგარეთის ტერიტორიები
ისლანდია
კანადა
ლიხტენშტეინი
მიკრონეზია
მონაკო
ახალი ზელანდია
ნორვეგია
სამხრეთ კორეა
სან მარინო
ჩრდილოეთ მაკედონია
სინგაპური
ტაივანი (ჩინეთი)
უკრაინა
მონტენეგრო
შვეიცარია
იაპონია

წყარო: daqali.club

Share.