“რუსებმა ოპერაციიდან გამოსვლისას ცეცხლი გაგვიხსნეს და..” – ნახეთ დავით ქაცარავას უმძიმესი წერილი

0

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში უკრაინაში მასთან ერთად მებრძოლ 2 ქართველს ემშვიდობება. როგორც ქაცარავა ამბობს, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი უკრაინის დაცვისას გმირულად დაეცნენ.“გუშინ ირპენში, ორკებთან შეტაკების შემდეგ, სადაც საერთაშორისო ლეგიონის ქვედანაყოფმა 3 ბმდ და შესაბამისი ცოცხალი ძალა გაანადგურა, ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმტყორნების ცეცხლის შედეგად ჩვენი ძმები, უმამაცესი ქართველი მეომრები, დავით რატიანი და გია ბერიშვილი დაიღუპნენ.
დაახლოებით 6 საათი სამი ჯგუფი ვეძებდით მათ ტყეში…

ვიპოვეთ.
ორივე ვაჟკაცი გამოყვანილია.

მალე გადმოვასვენებთ საქართველოში და ღირსეულად მივაბარებთ მშობლიურ მიწას.
დავით! ბერო!
ამ ომს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ!
გპირდებით!
ოდესმე შევხვდებით და ბევრ რამეს მოგიყვებით!
მიყვარხართ, ძმებო…
დროებით..” – წერს დავით ქაცარავა
წყარო:statiebi.club

Share.