“რუსებმა დახვრიტეს,კაცმა კი საფლავიდან ამოსვლა შეძლო და ინტერვიუ მისცა..” – ნახეთ გასაოცარი ვიდეო

0

ჩერნიგოვის რაიონში ოკუპანტების მიერ დახვრეტილმა კაცმა საფლავიდან ამოსვლა შეძლო.
ნიკოლაი კულიჩენკო ორ ძმასთან ერთად დახვრიტეს, მათთან ერთად საფლავში დაკრძალეს, მაგრამ მან გადარჩენა “მოახერხა.” – ამ დაუჯერებელ თუმცა, რეალურ ისტორიაზე თავად გმირი საუბრობს.
როგორც ის ამბობს, ოკუპანტებმა სახის არეში ესროლეს და ტყვია კეფიდან გავიდა, მას გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. სამწუხაროდ, ნიკოლაიმ ძმა დაკარგა, რუსმა ჯარისკაცებმა მასაც ესროლეს, თუმცა ის გარდაიცვალა.

ნიკოლაი მშობლიური სოფლიდან მოშორებით “დახვრიტეს” და დამარხეს. მან მიწიდან ამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა, მერე ადგილობრივ ოჯახში ცოტა ხანს დაისვენა და გზას თავისი სოფლისკენ გაუდგა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ახლა, დახვრეტილ-დამარხულ-გაცოცხლებული კაცი უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს, რომლის ამსახველ ვიდეოს “პრაიმტაიმი” გთავაზობთ:

Share.