ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.“დადასტურდა რუსული მხარის მზადყოფნა უკრაინის ხელისუფლებასთან და უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით დიალოგისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუტინმა ყურადღება კიევის მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურების მცდელობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ შეხვედრაზე უკრაინელი მომლაპარაკებლები „გამოავლენენ უფრო კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სრულად ითვალისწინებს ახალ რეალობას“.
წყარო:statiebi.club