“როდესაც ოთხი თვის ორსული ვიყავი..” – ნახეთ ირმა სოხაძის ტრაგედია, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა

0

ირმა სოხაძემ პირადი ტრაგედიის დეტალები გაასაჯაროვა. ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს და რატომ დაკარგა ბავშვი.
მომღერალი ირმა სოხაძე „ფარულ კონვერტს” სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთი მძიმე ისტორია გაიხსენა. 80-იან წლებში ირმა სოხაძე „პირველ არხზე“ მიუზიკლ „ზღაპარქალაქის“ ჩასაწერად ემზადებოდა, როდესაც ის ამ არხზე მომუშავე სამი ცნობილი ქალბატონის ინტრიგის მსხვერპლი გახდა.„ეს სამი ქალბატონი არ იყო ჩვენი რედაქციის წევრი… ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მეორე დიდი ტრავმა, რომელიც შემხვედრია. ძალიან დიდი ბოროტება ჩაიდინა, ერთი დედაჩემის მეგობარი იყო… მაგრამ რაღა აზრი აქვს

მათი სახელებისა და გვარების ხსენებას. ამიგორეს – მუსიკაც და ტექსტიც ირმა სოხაძისაა, რა, ჩარლი ჩაპლინიაო?! დამიბარა თავმჯდომარემ. არ იქნება ამისი ჩაწერაო. წარმოუდგენელი მეხი იყო. სამი თვე ამით ვცხოვრობდი. პირველი მიუზიკლი უნდა ჩამეწერა, საბავშვო. ვიყავი ოთხი თვის ფეხმძიმე. სახლში მისული ცუდად გავხდი, წამიყვანეს საავადმყოფოში. ბავშვი ვერ შევინარჩუნე“, – გაიხსენა მომღერალმა.
წყარო:geoambebi.com

Share.