ირინა ბოკუჩავა აპრილის ბოლოდან მოყოლებული კლინიკებში იწვა, მას კოვიდინფექცია და ორმხრივი პნევმონია დაუდასტურდა. იგი აღდგომის დღესასწაულსაც და თავის ბოლო დაბადების დღესაც კლინიკაში შეხვდა, მან რამდენიმე კლინიკა გამოიცვალა.კომენტარებში, მისი მეგობრები წერენ, რომ მისი მდგომარეობის გართულება უყურადღებობას მოჰყვა, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რომელ კლინიკაზეა საუბარი, რადგან, იგი რამდენიმეჯერ გადაიყვანეს კლინიკიდან კლინიკაში. მისი მდგომარეობა მაისის შუა
რიცხვებიდან კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, იმდენად, რომ იგი ვეღარ ახერხებდა ზარებზე პასუხის გაცემას, ან წერას.“როგორ მინდა ხვალ ვინმემ ფანჯრებთან მომილოცოს დაბადების დღე დოლგარმონით! „დოლმუზიკით“-მეთქი და აჰა, ბატონო!“ – დაწერა 2 მაისს ირინამ.
წყარო:geoambebi.com