“როგორ გძინავთ,თქვენს სინდისზეა ამდენი მგლოვიარე ოჯახი…” – ნახეთ ექიმის მიმართვა

0

ექიმი ქეთი ლობჟანიძე საქართველოში არსებულ უმძიმეს ეპიდვითარებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ბუსტერ დოზაზე ჩასაწერად რომ დავრეკე, 28-ში შემომთავაზეს, ისეთი ტაციობა ყოფილა ტრუსოში. ასე იქნება პარიზის სხვა დიდ საავადმყოფოებშიც. მივდექი, მოვდექი და ვიპოვე ადგილი, დღეს მიწევს დამცავი ფარის გამაგრება ჩემსა და სიკვდილს შორის!

თქვენ როგორ გძინავთ, ანტი-ვაქსერებო?! აქამდე როგორღაც მეცოდებოდა შეცდომაში შეყვანილი და დაშინებული ხალხი. სრული ავტორიზაციის მერეც რომ აგრძელებთ ამ შავ სტატისტიკას ქვეყანაში, თქვენს გულგრილობას კარგი ადამიანები ეწირებიან, თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი, თქვენი მიზეზით გაჩერდა ცხოვრება, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, მათი რიცხვი იზრდება ჰოსპიტალიზებულთა შორის, ეს ნორმალურია?!..
მართლა როგორ გძინავთ, სინდისი სულ არ გაწუხებთ?!”, – წერს ლობჟანიძე.
ექიმი ქეთი ლობჟანიძე საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს.

Share.