მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შვილთან, ელის მარია სააკაშვილთან ერთად “ვივმედში” ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ელოდება კლინიკის ფოიეში დედა-შვილი ყოფილ მიხეილ სააკაშვილთან შესვლას.“მოვინახულეთ მიშა. ბოლოს საქართველოში დაბრუნების წინ ვნახეთ. მთელი ეს დრო ენატრებოდა ბავშვი. (ბავშვმა) აჩვენა ყველაფერი, თუ რამდენი რამ ისწავლა. მოეფერა ძალიან და ძალიან ბედნიერი იყო.
ჩემთვის მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა. მთავარია, რომ თვითონ ბედნიერი იყო ჩვენი ხილვით. ბავშვი 7 თვე არ ჰყავდა ნანახი და ისიამოვნა ამით” – განაცხადა სოფომ, როდესაც მიშა შვილთან ერთად პირველად მოინახულა.