“რიონში გადავარდა და უკვე მეორე დღეა ეძებენ..” – ნახეთ ვინ არის მდინარე რიონში დაკარგული 10 წლის ბიჭი

0

სოციალურ ქსელში ვრცელდება მოზარდის ფოტო, რომელიც 7 აგვისტოს, მდინარე რიონში დაიკარგა.
როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, დაკარგული ბავშვი ლუკა შავაძეა.
ამავე პოსტიდან ირკვევა, რომ 10 წლის ბიჭი აბაშის რაიონიდან, სოფელ გულეიკარიდან არის.

„ლუკა შავაძე, აბაშის რაიონი სოფელი გულეიკარი… მდინარე რიონმა გუშინ წაგვართვა მოცეკვავე ბიჭის სიცოცხლე“ – წერს მომხმარებელი.

ცნობისთვის, მოზარდს უკვე მეორე დღეა მდინარეში ეძებენ. სამაშველო სამსახური მოზარდს 24 საათიან რეჟიმში ეძებს.

Share.