“რთული დღეებია, მაგრმა მომილოცეთ, სასიხარულო ამბავი უნდა გამცნოთ..” – ნახეთ გიორგი გამსახურდიას შვილი შეეძენა.აი რა დაარქვეს

0

კონსტანტინესა და ზვიად გამსახურდიას კიდევ ერთი შთამომავალი შეეძინათ.
„პირველად ვხვდები ამ დღეს დედის სტატუსით. სიტყვებით მართლაც ვერ გადმოიცემა ის ბედნიერება და ის გრძნობა რასაც დედობა ჰქვია. მინდა ყველა დედას, განსაკუთრებით კი უკრაინელ დედიკოებს ვუსურვო შვილების ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და მშვიდობიან სამყაროში ცხოვრება,“ – წერს გიორგი გამსახურდიას მეუღლე, ანი აბულაძე.

პატარას სახელად ხედა დაარქვეს.

როგორც სოციალურ ქსელში თინათინ მღვდლიაშვილი წერს, გიორგი გამსახურდიამ შვილს იმ ქალის სახელი დაარქვა, რომელმაც გროზნოში დედობა გაუწია.

„სასიხარულო ამბავი! ამ ურთულეს დღეებში, ამ ქარბუქში, სასიხარულო ამბავი მინდა გამცნოთ. პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, გიორგი გამსახურდიას და ანი აბულაძის შვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია! ქართველებო, მივულოცოთ გიორგის და ანის ეს დიდი სიხარული და ბედნიერება. პაწია გოგონას სახელმა არ გაგაკვირვოთ, ამ სახელს თავისი ლამაზი ისტორია აქვს. ჩვენი პრინცესა 6 მარტს 2 თვის გახდება. გილოცავთ, გამსახურდიებო! გამრავლდით, იხარეთ, ჩემო ძვირფასებო! თქვენ ამას იმსახურებთ! თინათინ მღვდლიაშვილი ვიცი, რომ სახელმა გაგაკვირვათ. გიორგიმ იმ ჩეჩენი ქალბატონის სახელი დაარქვა პაწია გოგოს, ვინც დედობას უწევდა გროზნოში, ანუ დედობილის სახელი. ასე მოევლინა სამყაროს ხედა გამსახურდია“ – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.
წყარო:dainteresdi.club

Share.