ყველაზე ხშირად ტკივილი სწორედ მუხლების არეში გვაწუხებს, რადგან ჩვენი სხეულის სწორედ ეს ნაწილი განიცდის ყველაზე დიდ დატვირთვას მთელი დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულ სახსრებს აღდგენაში ხელს არ შევუწყობთ, პრობლემამ შეიძლება გაცილებით სერიოზული სახე შეიძინოს და ტკივილი იმდენად გაძლიერდეს, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი ვეღარ მოვახერხოთ.ასაკის მატებასთან ერთად ადამიანების დიდი ნაწილი სახსრებისა და ძვლების ტკივილს განიცდის, რაც უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული და მაქსიმალურად გვზღუდავს ყველაფერში. სამწუხაროდ, ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის და დროდადრო ზიანდება. მავნე ჩვევები, დაბინძურებული გარემო და არაჯანსაღი კვება კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას და აჩქარებს ძვლების განადგურების პროცესს.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მინდა გაგიზიაროთ ერთი საოცრად ეფექტური და სასარგებლო საშუალება, რომელიც ამცირებს ტკივილს და გვეხმარება დაზიანებული სახსრების აღდგენაში. თუ თქვენ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ხანმოკლე დროში შეძლებთ პრობლემისგან გათავისუფლებას.
საშუალება სახსრების აღსადგენად
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი ჟელატინი;
2 სუფრის კოვზი სეზამის თესლი;
3 სუფრის კოვზი ქიშმიში;
40 გრამი გოგრის თესლი;
8 სუფრის კოვზი სელის თესლი;
200 გრამი თაფლი.
მომზადებისა და მიღების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოატავსეთ ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული საშუალება აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. სახსრებისა და ძვლების ტკივილის დასამარცხებლად და მათ გასაჯანსაღებლად მიიღეთ ეს ნარევი 1 კოვზის ოდენობით საუზმობამდე და სადილობამდე რამდენიმე წუთით ადრე.
კურსის დაწყებიდან უკვე რამდენიმე კვირაში საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. გარდა ძვლებისა და სახსრების გაჯანსაღებისა, მოცემული ნარევი გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რაც დადებითად აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.
აუცილებლად გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ გასაოცარი საშუალების არსებობის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
წყარო:anews.ge