რა ხდება საქართველოში? ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს მერე ნაგავსაყრელთან დააგდეს – ახალი დეტალები

0

ფოთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 44 წლის მამაკაცი ე.წ. ქურდული გარჩევის დროს მოკლეს. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ესროლეს. მოკლულს ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული
სად და ვისთან მოხდა დაპირისპირება უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, კონფლიქტი ჯერ სხვაგან დაიწყო, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნაგავსაყრელთან მიიყვანეს, სადაც ის ადგილობრივმა იპოვა.

ვაჟა ტყებუჩავა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული, სამართალდამცველებს კი ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. პოლიციამ სხვადასხვა ობიექტიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე დაათვალიერა და საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

მთავარი არხი

Share.