“რა საფრთხის შემცვლელია რომ დაიბომბოს ჩერნობილი..” – ნახეთ ზურაბ ბატიაშვილის განცხადება

0

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ამბობს:
“რუსეთმა ყველა წესი დაარღვია, რაც კი არსებობს ცივილიზებულ სამყაროში, ეს არის მთლიანად ცივილიზებულ სამყაროზე შეტევა. ძნელია დღეს ვისაუბრობთ ამ პრობლემის მშვიდობიან მოლაპარაკებაზე. ისტორიის შემობრუნების მცდელობაა, მცდელობა მე-15-მე-16 საუკუნეებში დაბრუნების. არავის აქვს სურვილი დღეს ველური წესებით იმოქმედოს და მიიღოს ეს წესები, როგორც სახელმძღვანელო წყარო.

ახლა მიმდინარეობს სროლები და კიდევ არ ვიცით მასშტაბები. რატომ არის ჩერბობილის ზონა სახიფათო? თავის დროზე ეს რადიაცია ჩავიდა მიწაში და ახლა ეს მიწა ფეთქდება და მტვერი ადის ჰაერში. მასა, რომელიც თავის დროზე ამოიფრქევეოდა იქედან, ერთგვარ ბუდეშია მოთავსებული, ის თუ აფეთქდა, ან თუნდაც გაჩნდა ბზარი, ბევრად დიდი საფრთხე იქნება. ”

ვიდეო:

Share.