“რა მოხდება ჩერნობილის ბირთვული სადგურის ნარჩენების შესანახი ობიექტის განადგურების შემთხვევაში..”

0

უკრაინული მედიის, UNIAN-ს ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს, ხოლო სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს. ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილ პოდოლიაკმა დაადასტურა.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა ბელარუსიდან უკრაინაში შესულმა რუსულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღების მცდელობა მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა.

“რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს სწირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ გამეორდეს. ინფორმაცია მივაწოდე შვედეთის პრემიერმინისტრს. ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა.” – წერდა ზელენსკი Twitter-ზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ბირთვული ნარჩენების კოლექტორების დაზიანების შემთხვევაში საფრთხე უკრაინას, ბელარუსს და ევროკავშირის ქვეყნებს შეექმნება.

“ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც საშიშ ბირთვულ, რადიოაქტიური ნარჩენების კოლექტორებს იცავენ, იბრძვიან.

თუ დამპყრობლების საარტილერიო ცეცხლი ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს მოხვდება და გაანადგურებს ან დააზიანებს, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება მთელი უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორიებზე გავრცელდეს” – წერს გერაშენკო.

Share.