ვალერი მელაძე დუბაიში, კორპორატიულ საღამოზე მომხდარი ინცინდენტის გამო, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
– ხალხო, მინდა რომ მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. უკვე ათი თვეა, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, სიმძიმისა და დარდის გრძნობით ვცხოვრობ. ისე ხდება, რომ ხალხი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, კონფლიქტშია, რომელშიც ადამიანები იღუპებიან. მე არ შემიძლია და არ მინდა ვინმე მძულდეს და არ ვცდილობ, ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ჰარმონია დამყარდეს ხალხებს შორის. და ამისთვის მზად ვარ მთელი ძალა გავცე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოში მომღერალ ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ.
საქმე ისაა, რომ 2 იანვარს, ვალერი მელაძემ დუბაიში საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე იმღერა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც სცენასთან ახლოს იმყოფებოდა, მსმენელი გამოელაპარაკა და მიმართა: “Слава Україні!“, ” Героям слава“ – უპასუხა მელაძემ, თუმცა მიკროფონის გარეშე… მიკროფონში კი თქვა, რომ პოლიტიკას არ ეხება. ვიდეო სოციალური ქსელებით ვირუსულად გავრცელდა.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ ვალერი მელაძის საქციელს “პირუტყვობა” და “ღალატი” უწოდა და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.
წყარო:dainteresdi.club