კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს ამ თარიღთან ასოცირებული ბედი დაჰყვება. ადამიანები ამ ქვეყანას კონკრეტული რიცხვების ვიბრაციით ევლინებიან, რაც სამომავლოდ მათი ხასიათის უმთავრეს შტრიხებსა და პიროვნულ განვითარებაზე ახდენს გავლენას.
მიხეილ ცაგარელის განმარტებებს დაბადების რიცხვებთან დაკავშირებით.
1 – ამ რიცხვში დაბადებულები მზის ენერგიის მატარებლები არიან. მათთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და მოქმედება.
2 – ცხოვრებაში მთავარია, სწორად გააკეთონ არჩევანი, რადგან ამ რიცხვში დაბადებულები მუდამ უკიდურესობებში ვარდებიან.
3 – ამ რიცხვში დაბადებულებს მოეთხოვებათ, ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთონ და არასოდეს იყვნენ სხვის იმედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წარუმატებლობა ელით.
4 – ამ რიცხში დაბადებულთათვის მთავარია ინფორმაციის სწორად აღქმა. კომუნიკაბელური ხალხია და ყოველთვის წარმატებული არიან კომერციასა და ჟურნალისტიკაში.
5 – იურისტების, ადვოკატებისა და ზოგადად, სამართლიანობის მოყვარული ადამიანები არიან. მათთვის უმთავრესი სიმართლის პრინციპით ცხოვრებაა.
6 – ამ რიცხვის ვიბრაციით მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები იბადებიან. მათთვის აუცილებელია, ყველაფერი სიყვარულით აკეთონ და არასოდეს დააძალონ თავს საქმის იძულებით კეთება.
7 – ასკეტების, მკაცრი მორალური პრინციპების მქონე ხალხის რიცხვია. მათ თანდაყოლილი სიბრძნე და კეთილგონიერება აქვთ.
8 – რეფორმატორების, გამომგონებლების რიცხვია, ამ ხალხს განსაკუთრებული მისია აკისრია. ხშირად აღწევენ წარმატებას პოლიტიკაში.
9 – მაღალი სულიერების მქონე ინდივიდების რიცხვია, მათ შორის ბევრი თეოლოგი და ფსიქოლოგი გვხვდება. ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით უყურებენ.
10 – მასწავლებლების, პედაგოგიური ნიჭის მქონე ხალხის რიცხვია. მათთვის მარტივია სხვებისთვის ცოდნის გადაცემა.
11 – ხელოვანი ადამიანების რიცხვია. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მათ შორის ხშირად ვხვდებით თეატრალებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს.
12 – მზრუნველი, აქტიური ადამიანების რიცხვია. მათ შორის ბევრია ექიმი და სოციალური მუშაკი.
13 – კომუნიკაციური ხალხის რიცხვია. კარგი დიპლომატები და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები გამოდიან.
14 – კანონმორჩილი, ტრადიციების მოყვარული ხალხის რიცხვია. არიან საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. წარმატებას აღწევენ ისტორიკოსობასა ან ტურიზმის სფეროში.
15 – დამოუკიდებლობის მოყვარული, კრეატიული ადამიანები არიან. ყველაფერში ეძებენ სილამაზესა და ჰარმონიას.
16 – მიზანსწრაფული, ჯიუტი და საოცრად პრინციპული ხალხია. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.
17 – გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან შედევრი.
18 – იდეალისტი, მეოცნებე და ხშირად ილუზიებში მცხოვრები ხალხის რიცხვია. ბევრი მათგანი მიდრეკილია ალკოჰოლიზმისკენ.
19 – სხვებზე დამოკიდებული და ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები არიან. მათთვის აუცილებელია საკუთარი, ინდივიდუალური ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავება.
20 – პრინციპული, წინდახედული და ფრთხილი ხალხია. მათი მთავარი პრობლემა ასოციალურობაა, ამიტომ უნდა ეცადონ, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები.
21 – სპორტსმენების, მოცეკვავეებისა და ზოგადად, ფიზიკური აქტივობით გამორჩეული ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა ღრმა სიბერემდე აქტიურია.
22 – ამ ხალხისთვის უდიდესი ნაკლია ქაოსურობა. მათ უნდა გამოიმუშაონ დაკვირვების უნარი და სიფრთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ბევრი პრობლემა ელით.
23 – მაძიებელი ბუნების, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი ხალხის რიცხვია. მათთვის აუცილებელია, ცხოვრებაში კონკრეტული მიზანი დაისახონ და მიჰყვნენ მას.
24 – კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნების მქონე ხალხია. მათთვის აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია ადამიანებთან.
25 – ავტორიტეტული, დიქტატურისკენ მიდრეკილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა პატივისცემით სარგებლობს გარშემო მყოფებში.
26 – ამ ხალხის ძირითადი პრობლემები სასიყვარულო სფეროს უკავშირდება. უჭირთ შესაფერისი პარტნიორის პოვნა. მათთვის სიყვარული ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
27 – იდეალისტი, შემოქმედებითი ხალხია. თუმცა, მათი პრობლემა ზედმეტად პრეტენზიულობაა. ეს კი ხშირად იწვევს გაუგებრობებს.
28 – ძლიერი ნებისყოფის მქონე, კარგი ინტუიციით დაჯილდოებული ხალხია. მათ უმრავლესობას საკუთარი თავის სრულყოფაც კი შეუძლია.
29 – გენეტიკური სიბრძნით დაჯილდოებული ხალხია. მათთვის მარტივია, ნებისმიერი ტიპის ოკულტური ცოდნის ათვისება.
30 – მებრძოლი, სულით რევოლუციონერი და დაუმორჩილებელი ხალხია. ხშირად ქმნიან ქაოსს და არეულობას გარშემო მყოფებს შორის.
31 – გონიერი, ფილოსოფიური აზროვნების მქონე ხალხია. მათ უმეტესობას უნარი აქვს, ისწავლოს და გაიზარდოს საკუთარ შეცდომებზე.
წყარო: mins.ge