პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს საქართველოში მცხოვრები 24 წლის დიტო ხელხელაურის ნათესავები ადასტურებენ. თითქმის 10-დღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდის ცხედარს, ქალაქ ვარშავასთან ახლოს ტბაში მიაკვლიეს.ცნობისთვის, დიტო ხელხელაური რამდენიმე წელია პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. 12 ივნისს ოჯახმა პოლონეთის პოლიციას აცნობა მისი გაუჩინარების შესახებ.თავდაპირველად სამძებრო
სამუშაოებში ახლობლები და ნათესავი იყვნენ ჩართული, თუმცა ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენების საფუძველზე სამძებრო ღონისძიებაში 180 მყვინთავი ჩაერთო.24 წლის დიტო ხელხელაური წარმოშობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის. საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ოჯახს ოფიციალური უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავს.
წყარო:geotime.club