“რატომ არის დღესასწაულად ქცეული ე.წ „ბზობა“,საზოგადოებამ არც კი იცის, რომ ბზა ქრისტეს იერუსალიმში შესვლასთან არაფერ შუაშია..”

0

აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბზობის დღესასწაულს ეხმაურება.
„რატომ არის დღესასწაულად ქცეული ე.წ „ბზობა“, მაშინ, როდესაც ბზა საერთოდ არ არის ბიბლიაში ნახსენები? ან რატომ ულოცავთ ერთმანეთს ყველაზე მძიმე კვირის დაწყებას, რასაც ქრისტეს ჯვარცმა ქვია?

როდესაც ქრისტე შევიდა იერუსალიმში, მას ფეხდით უგებდა ხალხი ხის ტოტებს, პალმის რტოებსა და შესამოსელს, ეგებებოდნენ შეძახილებით “ოსანა დავითის ძეს”.

ბზა უბრალოდ კომერციული საშუალებაა, რომლის გამოც ისევ დაამახინჯეს ბიბლიური სარწმუნოება. ხალხმა არც კი იცის, რომ ბზა ქრისტეს იერუსალიმში შესვლასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ რადგან პალმა არც ისე ხშირია, შეუცვალეს სახელი და დაარქვეს “ბზა”. მაშინ დაყიდეთ ხის ტოტებიც და ტანსაცმელებიც…

კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა ა ე ს ვ ა ჭ რ ო ბ ა !

იმის მაგივრად, რომ ხალხს ბიბლია ასწავლონ, რიტუალებად, ცრუ დღესასწაულებად და ვაჭრობის საშუალებად აქვთ გადაქცეული ქრისტიანობა. ეს იმდენად ღრმა პრობლემაა, რომ თავად ხალხი ვინც მსხვერპლია, ვერც კი აცნობიერებს საკუთარ მსხვერპლობას“- წერს დომენიკ მანგო.

Share.