რას ეძახდა მამა გაბრიელი ღვინოს? -ბერის უნცობი ისტორია

0

“პრაფესორა” – ასე ეძახდა ბერი გაბრიელი ღვინოს. ერთხელ, ერთი ყმაწვილი უცქერდა სამთავროს ეზოში თავისი სენაკის წინ მდგარ ბერ გაბრიელს და გონებაში განიკითხავდა. ბერი ბოთლიდან ღვინოს ისხამდა და სადღეგრძელოს თქმით სვამდა.

ამას სხვებიც უცქერდნენ, ზოგი გაიღიმებდა და გზას გააგრძელებდა, ზოგი მაშინვე თვალს არიდებდა. ეს ყმაწვილი კი უძრავად იდგა და არ აშორებდა მზერას. მამა გაბრიელმა მიიხმო, ამ დროს მან თავი ანება სალოსობას და თავისი ნამდვილი სახით შეხედა ახალგაზრდას. ღვინო დაუსხა, შესვიო. ვაჟმა მოსვა და სახე შეეცვალა, წყლით გაზავებული ალუბლის წვენი აღმოჩნდა.

არავინ განიკითხო დაბადებული ღმრთისა. შენ რომ განგიკითხო და შენზე კარგი მეგონოს თავი, საძაგელი ვიქნები უფლის წინაშე. ეს დაიხსომე, მოყვასო, და მშვიდობით წარვედინ, – დაარიგა ვაჟი მამა გაბრიელმა.

Share.