“რამოდნიმე დღის წინ გარდამეცვალა, გოგონა 27 წლის,სულიერი შვილი, 7 თვის ორსული იყო..” – ნახეთ მამა შალვას სულისშემძვრელი წერილი

0

მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სასულიერო პირების რეალურ, მძიმე ცხოვრებას ვერავინ ხედავს.
„რაზე მტკივა ყველაზე მეტად გული… სასულიერო პირების ნამდვილ ცხოვრებას არავინ ხედავს და აშუქებს. როგორც ვცხოვრობთ ჩვენ…
მე პირადად რამდენიმე დღის წინ გარდამეცვალა სულიერი შვილი, რომელიც დავკრძალეთ, 27 წლის გოგონა, 7 თვის ორსული იყო… დაკრძალვიდან წამოსული ნათლობის ჩასატარებლად წამოვედი… იმხელა ტკივილის შემდეგ, ამ ოჯახის სიხარული უნდა გაიზიარო.

ასე ხდება ხოლმე, ზოგჯერ საკუთარ ოჯახთან შეხებაც არ გაქვს, ისმენ სხვა ადამიანების პრობლემებს, ეხმარები ლოთს, მრუშს, რომ ადამიანები ამ ცოდვებიდან გამოიყვანო.

ადრე საამაყო იყო და ახლა ისე ექცევიან სასულიერო პირებს… დღეს ასეთი ტენდენციაა… წლებია ეკლესიის წიაღში ვარ და ძალიან ახლოს მიწევს პატრიარქთან ყოფნა. სტიქაროსნობიდან მოყოლებული, ვმსახურობდი სიონში, სამებაში, პატრიარქის თანაშემწე ვიყავი 3 წლის განმავლობაში… კი, ვამბობ, რომ ეკლესიაში არის პრობლემები, არ ვიტყვი რომ პრობლემები არ არის. არ იქნება დრო, როცა ეკლესიაში პრობლემები არ იქნება. მაგრამ, ასე, რომელიმე მღვდელზე ან მღვდელმთავარზე ვისაუბრო, რაიმეში დავადანაშაულო რომელიმე და საჯაროდ ვთქვა, გამორიცხულია ჩემგან, როგორც სასულიერო პირისგან.

ხალხს ისედაც რწმენა შერყეული აქვს, ისედაც ასეთ გაჭირვებაში არიან ადამიანები, ერთადერთი რისი იმედიც დღეს აქვთ, ეს არის ეკლესია და ამ ტენდენციით მათ უკანასკნელ იმედს ართმევენ“- წერს დეკანოზი შალვა კეკელია.

Share.