ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად მიყენებული დამწვრობით 30 წლის ქალი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მოხდა, რომელსაც 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლობლების თქმით, მოზრდმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია, შემდეგ კი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.