ძალადობა გურიაში – 23 წლის გოგოს ძმა და მამა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას სისტემატიურად აყენებს.ძალადობის მსხვერპლია მამაც, რომელსაც მისი ვაჟი სცემს.ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ მეზობლებისთვის ცნობიალია. ისინი ამბობენ, რომ ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს არაერთხელ აცნობეს, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.სამართალდამცავებს არაერთხელ მიმართა დაზარალებულმაც, როგორც თავად ამბობს, პატრული 3-ჯერ გამოიძახა. თუმცა სათანადო რეაგირება არც მას მოჰყოლია.ამის შემდეგ ძალადობის მსხვერპლმა დასახმარებლად “ტვ პირველს” მიმართა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ამის გამო სისხლის სამართლებრივ დევნას ვერ იწყებენ.
ვიდეო: