“პოლიციამ დააკავა პიროვნება რომელიც კედლებზე ამ სიმბოლოებს ხატავდა..” – ნახეთ ცნობილია მისი ვინაობა და დახატვის მიზეზი

0

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დადგენილია პირი, რომელიც ქალაქში აღნიშნულ ნახატებს აკეთებდა. აღმოჩნდა, რომ ის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც თბილისის ცენტრში არსებულ ერთ-ერთ ბარში მზარეულად მუშაობს.“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ხატავს, მას ჰყავს შინაური ცხოველი, რომელსაც “შიშა” ჰქვია და ბოლო დროს სწორედ მას ხატავდა თბილისის ქუჩებში. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის

განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
ფაქტის გადამოწმების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ “პირი ნამდვილად იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე რეაგირების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ფალიაშვილის ქუჩაზე აღნიშნული წარწერები საღებავით გააფერადა”
წყარო:statiebi.club

Share.