“პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება..” – ნახეთ ვის შეეხება გაზრდილი პენსიები

0

2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება – აღნიშნული სიახლე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი. დოკუმენტი განსახილველად უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.
ჯამში, საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.
პროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით,

ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს. შეგახსენებთ, რომ პენსიის მატება უკვე განხორციელდა მიმდინარე წლის ივლისიდან – 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო თანხა 30 ლარით გაიზარდა და 250 ლარი შეადგინა.დაწვრილებით იხილეთ ვიდეო

ვიდეო:

Share.