“პირველი ბავშვი მოუკლეს და ეუბნებოდნენ მუცელში გაიგუდაო..” – ნახეთ ექიმების გულგრილობით გორში ორსულ გოგონას ბავშვი მოუკვდა

0

საზარელი ტრაგედია დატრიალდა გორში. კლინიკა „იავნანაში“ ახალშობილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ჩვილის დაღუპვაში კლინიკის ექიმს ადანაუშაულებენ. მათი თქმით, ექიმმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა პაციენტის მიმართ. როგორც ოჯახის წევრმა განაცხადა, 28 წლის გოგონა კლინიკაში მშობიარობის ტკივილებით მოიყვანეს.
ორსულობის პერიოდში მას არაფერი უჩვეულო არ აღენიშნებოდა და თავს კარგად გრძნობა. გარდაცვლილი ახალშობილის ბებიის თქმით, ყველაფერი კლინიკაში შემოსვლის შემდეგ გაუარესდა. გოგონას, მიმართ ექიმმა გულგრილობა გამოიჩინა და შესაბამისი ზომებიც საჭიროზე გვიან მიიღო. „რომ შემოვიყვანეთ კლინიკაში უნდა გაეჩინა ბავშვი, სამი საათის მერე

დამიკავშირდით, მანამდე არ შემაწუხოთო. სამი საათის მერე დაგვიძახეს 2-3 ოჯახის წევრი შევედით და გამოგვიცხადეს რომ ბავშვი დაიღუპა, გაიგუდა ბავში მუცელში.“ – განაცხადა ბებიამ. როგორც ოჯახის ახლობელმა აღნიშნა, დედამ შვილის გარდაცვალების შესახებ ჯერ არაფერი.წყარო:mtavarisiaxle.com

Share.