“პატრიარქი და წმინდა მამა გაბრიელი..” – ბერის უცნობი ისტორია

0

სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, “სამეფო” რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: “მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?”
-“რას ბრძანებთ, თქვენო უწმიდესობავ, ეგ რომ ოქროსი იყოს, ხომ თავს მამაჭრიდნენ” – უპასუხა ბერმა.
ორივე სიყვარულით შესცქეროდა ერთმანეთს. უწმიდესისა და ბერი გაბრიელის ამ სიტყვებში გამოსჭვიოდა იდუმალება, რაიც ოდენ ღმერთმა უწყის.

ერთხელ, საუბრისას, პატრიარქმა ჩვენს წმიდა მამა გაბრიელს საოცარი სიტყვები უთხრა:
– ხედავ, გაბრიელ, ჩვენ შორის ღმერთს მეტად ვინ უყვარს? შენ სიგლახაკე გიბოძა, მე კი – წოდება?!
– იცოდეთ, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრისო, – ამბობდა მამა გაბრიელი.

Share.