ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს პატრიარქი ყველაზე დიდი არჩევანის წინ დგას…
ღმერთი თუ კანონი?!
გთხოვთ,
უმორჩილესად გთხოვთ მთავრობის წევრებს, ჩვენს პრემიერს, ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც მეც და ბევრი ჩვენთაგანიც უდიდესს პატივს სცემს, ნუ დააყენებთ მხცოვან, ბრძენ პატრიარქს ამ არჩევანის წინ!
მოდით ლიგიკურად მივუდგეთ შექმნილ სიტუაციას.
ადამიანები მიზეზთა გამო, დაუბრუნდნენ სოფლებს და რაიონებს, ბევრი ისეა შეშინებული, რომ ისედაც არ მივა აღდგომის ღამეს ეკლესიაში, რჩებიან მხოლოდ ღრმად მორწმუნე ქრისტიანები, რომელთა რიცხვი სამწუხაროდ არცთუ ბევრია.
გამონაკლისის სახით 19 აპრილს მოგვეცით გადაადგილების უფლება, ოღონდ მკაცრად დაცული და კარანტინით გათვალისწინებული ფორმით.
ეკლესიებთან ჩააყენეთ სამხედროები და პოლიციელები. ჩაატარეთ თერმო სქრინინგი, მოითხოვეთ
სოციალური დისტანცირება,
სრული ეკიპირება: პირბადე, ხელთათმანი და ა.შ.
ოღონდაც არ დაკეტოთ ეკლესიის კარები!
ხშირად რწმენას გაცილებით მეტი სიკეთე მოაქვს, ვიდრე ბრმად კანონის დაცვას.
მესმის სკეპტიკოსების, მესმის ათეისტების, მესმის პრაგმატების,
მესმის ფსევდო ლიბერალური მედიის,მესმის გლობალისტების, მესმის ილუმინატების ნაშიერების, მესმის ლაჩრების, მაგრამ ქრისტეს ჩურჩულიც მესმის, რომ მას ისევ გაყიდიან….”