თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განუცხადა.მისივე თქმით, ბავშვი კვლავ სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია.
8 წლის დათი ქოქრაშვილი მკურნალობას ამ დროისთვის ისრაელში, კლინიკა SHEBA HOSPITAL-ში აგრძელებს. მას ისრაელში ყოფნისას გუშინ, მე-6 ოპერაცია ჩაუტარდა.
„დათი ჯერ ისევ სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია. 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან მე-5 დღეა რაც გამოიყვანეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული გადასალახია. ვცდილობთ, წამლებზე დამოკიდებულებასაც გავუმკლავდეთ, მაგრამ ძალიან მძიმედ გადაგვაქვს,“ – აცხადებს ბავშვის დედა.
წყარო:statiebi.club