“პატარა გოგონა ქუჩაში თხელი კარდონის ყუთზე იწვა და კანკალებდა, არაფერზე არ რეაგირებდა..” – ნახეთ გამოვიძახეთ პოლიცია და წარმოუდგენელი რამ გვითრეს

0

სოციალურ ქსელში ლია მესტვირიშვილი შემაშფოთებელ პოსტს აქვეყნებს სურათტან ერთად, სადაც წერს თუ როგორ შეხვდა გოგონას, რომელიც მუყაოზე იწვა და კანკალებდა:
“დღეს თავისუფლების მოედანზე ვნახე პატარა გოგონა რომელიც იწვა თხელ მუყაოს ფირფიტაზე და კანკალებდა. გამვლელები ხურდებს უყრიდნენ, მაგრამ არაფერზე რეაგირებდა. შეკითხვები დავუსვი ვერ მიპასუხა, საუბრის თავი არ ქონდა. ერთმა გოგონამ პალტო გაიხადა და მას დააფარა. მეორემ ცხელი ჩაი მოურბენინა საიდანღაც. გამოვიძახეთ სასწრაფო, პატრული მოვიდა ძალიან სწრაფად. მათ გვითხრეს რომ ციგნის ბავშვია. სადღაც ახლოს დედამისიც იქნება და ელოდება ფულის შეგროვებასო. ერთმა უცხოელმა მამაკაცმა, რომელიც ძალიან შეწუხდა გოგონას მდგომარეობით და გვერდიდან არ მოშორდა ბავშვს, აგვიხსნა რომ მათ ქვეყანაში რუმინეთშიც ასეთივე მდგომარეობა აქვთ.

მე არ ვიცი სად რა ხდება, მაგრამ ჩემს ქვეყანაში ეს არ უნდა ხდებოდეს. რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას, ყველა ბავშვი ბავშვია, ის მოევლინა ამ ქვეყანას ისე, რომ არ აურჩევია არც მშობლები და არც ეროვნება. მივმართავ ახლად არჩეულ მერს რომ ყველაზე მთავარი ღირებულება ამ ქვეყნად ადამიანების სიცოცხლეა და განსაკუთრებით ბავშვების. ყველას გვყავს ბავშვები და წარმოვიდგინოთ ჩვენი შვილი ასეთ მდგომარეობაში. გთხოვთ სასწრაფო დახმარება აღმოუჩინოთ ასეთ ბავშვებს, რომლებიც გაუსაძლის ყოფაში არიან, ვისაც აიძულებენ ლუკმაპურისთვის იმათხოვრონ, და თვითონ ართმევენ ასეთი ტანჯვით ნაშოვნ ფულს. უნდა დაისაჯონ ასეთი მშობლები თუ სხვა მოძალადეები. ბავშვები კი უნდა გადაყვანილ იყვნენ ბავშვთა სახლებში, სადაც იქნება მათი ყველა უფლება დაცული. ჩატარდება ხშირი მონიტორინგი იქ არსებულ მდგომარეობაზე. მივმართავ მერს პირად კონტროლზე აიყვანოს ბავშვთა მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენ ხალხი ყველა გვერდით დავუდგებით დიდი სიხარულით. ოღონდ ამ პრობლემას მოევლოს ერთხელ და სამუდამოდ. ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყველას გთხოვთ გააზიარეთ, რათა საყოველთაო მსჯელობის საგნად ვაქციოთ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს.”

Share.