“პანაშვიდზე მოვიდა, სასახლეზე დაემხო და თამუნას ეუბნებოდა მაპატიე, ვერ დაგიცავიო”– ბაჩალიაშვილის საქმე შესაძლოა სულ თავდაყირა დადგეს (ვიდეო)

0

ახალი ფიგურანტი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში – შაბათის ფორმულას ახალი დეტალები გაარკვია. ​ბაჩალიაშვილის დედა შაბათის ფორმულას იმ ფიგურანტის შესახებ უყვება, რომლის ჩვენებამაც, შესაძლოა, საქმე მთლიანად ამოაყირავოს. საქმე ახალგაზრდა ქალს ეხება, რომელთანაც თამარი მეგობრობდა და რომელსაც იმ საფრთხის შესახებ უამბო, რაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
გამოძიებამ 30 წლამდე ქალის აღწერილობის შესახებ მეზობლების მონაყოლის მიხედვით სამი ფოტორობოტი შექმნა. სამივე მოწმე ექსპერტს ერთ ქალს აღუწერს – ვინმე ნინოს, რომელიც 23 წლის ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე, გვიან ღამით მივიდა, როდესაც იქ მხოლოდ ოჯახი და ახლობლები იმყოფებოდნენ. ოჯახის თქმით, ის იმეორებდა, რომ ბაჩალიაშვილის დაცვა ვერ შეძლო და ოჯახს ბოდიშს უხდიდა

შაბათის ფორმულამ საქმეში ბაჩალიაშვილის მეგობრის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ შეიტყო, როდესაც სანდო წყარომ საგამოძიებო უწყებიდან ინფორმაცია მიაწოდა, პროგრამისტის მეირ საფრთხისშემცველი ფაილების ნახვის შესახებ, რომლებიც მაღალჩინოსნებს უკავშირდებოდა. მაშინ შევიტყვეთ, რომ საშიში მასალების ხელში ჩავარდნის თაობაზე პროგრამისტმა მხოლოდ ერთადერთ ადამიანს – მის მეგობარ ქალს უამბო.

ოჯახს და პანაშვიდზე მყოფებს საეჭვოდ მოეჩვენათ უცნობი ქალის კიდევ ერთი ქცევა. როდესაც ის თამარის პანაშვიდიდან გააცილეს, მეზობელს ჰკითხა: “რამდენად სანდო იქნებოდა ტაქსის მძღოლი ვინც მას ფონიჭალიდან საბურთალომდე გაიყვანდა”.

1-ელ აგვისტოს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც შაბათის ფორმულას საგამოძიებო უწყებასთან კავშირში მყოფმა ადამიანმა მოუყვა. საუბარი იყო იმ ვიდეო ფაილებზე, რომლებიც ახალგაზრდა პროგრამისტმა მოიპოვა. საქმე ეხებოდა მაღალჩინოსნების კომპრომატებს. ბაჩალიაშვილის საეჭვო გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, მისი მისამართით მუქარა დაიწყო, რათა საიდუმლო ფაილები მესაკუთრისთვის ისე დაებრუნებინა, რომ არავის, არაფერი გაეგო.
წყარო:geonewest.com

Share.