15 აგვისტოს ”ბაუჰაუსის” ორი თანამშრომელი გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ გიორგის და ბაიას ცხედრები მაშველებმა მტკვარში იპოვეს.
გარდაცვლილი ბაია ბერუაშვილის ოჯახის ახლობლების ვერსიით ახალგაზრდები ჰაერზე გამოვიდნენ და მტკვრის მოაჯირზე ჩამოსხდნენ. სწორედ იქიდან ვარაუდობენ მათ გადავარდნას. ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა, მაგრამ დინებამ ორივე წაიღო…
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ბაია ბერუაშვილის ოჯახს აჩვენეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ის მონაკვეთი, რა დროსაც ახალგაზრდები გამოდიან ბარიდან და ქუჩაზე მისეირნობენ”.
წყარო: ambavi.cc