“ოჯახს ემუქრებიან და ეუბნებიან რომ..” – ნახეთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მკვლელების დედები ემუქრებიან

0

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე წარმართული გამოძიებით ოჯახი კმაყოფილია, რადგან ყველა კანონის შესაბამისად ისჯება, თუმცა მსჯავრდადებულების ოჯახის წევრები განაჩენს ასაჩივრებენ. ისინი დღემდე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და შაქარაშვილების ოჯახს ემუქრებიან.
მირიან ნიკოლაძე საუბრობს ჟურნალ „სარკესთან“:

„გაჰკივიან, ოჯახმა ძალით დააჭერინაო… ოჯახს ვინ ეკითხება, როცა გამოძიებით ყველა ბრალი დადგენილია?! ოჯახმა შეიძლება თქვას, რომ გამოძიებას ენდობა ან არ ენდობა. ამას ამბობს ის, ვინც თავად მოიქცეოდა ისე, მისიანი რომ მოეკლათ. თურმე უსამართლოდ სხედან ციხეში ჩვენი პოზიციის გამო. ხალხი ჭკუიდან არის გადასული. იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა ჰქონდეთ, საკუთარ დანაშაულს იაზრებდნენ, შვილებს მიხედონ, რომ ისინიც და თავადაც მთლად ბოლომდე არ წახდნენ, იქით ავრცელებენ უაზრო ბრალდებებს. ციხეში ჩაწერილ საუბარშიც ჩანდა, როგორ მოიქცნენ და ამის გარდა,მ ბავშვების გაქცევა და მათი დადევნება ვიდეოკამერებითაა ასახული, ამის მერე აღმოჩნდა ბავშვი გარდაცვლილი. წარმოგიდგენიათ, ეს კადრები რომ არ იყოს, რა დღეში იქნებოდნენ გამოძიებაც და ოჯახიც?!

გასამართლებულების ოჯახიდან ვინმე მოვიდა, ბოდიში მოუხადა შაქარაშვილებს?

რა ბოდიში, ემუქრებიან ოჯახს და არიან ერთ ამბავში. თამუნამ პროცესზე რომ ჩვენება მისცა, შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოსასმენად რომ მივიდნენ, მაშინაც შეურაცხყვეს, რა ბოდიში, რის ბოდიში…

ბრალდებულების დედებმა და მამებმა?

დედებმა ლანძღეს და წყევლეს თამუნა. შვილმკვდარ დედას რომ შეურაცხყოფას აყენებ… ასეთები ზრდიან სწორედ მკვლელებს.

წყარო: daqali.club

Share.