“ოცი წლის ასაკში დამაქვრივე,ჩემო სიყვარულო..” – ნახეთ მამის საფლავზე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ორსული მეუღლის სულისშემძვრელი წერილი

0

20 წლის ასაკში დამაქვრივე, ჩვენი პატარას გამო მაინც როგორ არ დარჩი ამქვეყნად – პოსტს სოციალურ ქსელში ბიჭის მეუღლე აქვეყნებს, რომელიც 30 აგვისტოს ზესტაფონში, სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს.
,,ჩემო სიყვარულოოოოო😭😭😭როგორ არ შემიცოდე ჩვენი პატარას გამო მაინც როგორ არ დარჩი ამქვეყნად😭რაგავაკეთოო უსაზღვროდ რომ მიყვარხარ და უზომოდ რომ მომენატრები😭😭როგორ უნდა გნახო ჩემო ერთადერთო😭 20წლის ასაკში დამაქვრივე როგორ გამიმეტე ამ ტკივილისთვის 😭შენ ხომ სულ მპირდებოდი ყველაფერს გავაკეთებ უბედნიერესი რომ იყოო 😭შენ ყველაზე კარგი იყავი ვისაც კი ვიცნობ, ყველაზე კეთილი და ყველაზე ღირსეული ❤️სამწუხაროდ სწორედ ამან მოგიტანა ეს დასასრულიც😭 გპირდები მთელ ჩემს ცხოვრებას შენზე ლოცვას დავუთმობ🙏შენს შვილს ღირსეულად გავზრდი და შენი ქვრივიც ღირსეულად მოვკვდები😭❤️შენ ხარ ჩემი უკანასკნელი სიყვარული, ჩემი სიამაყე, ჩემი უსაზღვრო ბედნიერება და ჩემი უდიდესი ტკივილიც შენ გახდი😭” – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე.

გარდაცვლილი 32 წლის ირაკლი ღიბრაძეა. როგორც ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება მამის საფლავზე, სადაც ის იპოვეს, მამაკაცის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღიც ეგდო. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ. წყაროს თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს 300 000 ჰქონდა ვალი, საიდან მხოლოდ 100 000 გასტუმრება მოახერხა, რის გამოც ის შესაძლოა მოკლეს.

ახალგაზრდა მამაკაცს 20 წლის ორსული მეუღლე დარჩა, მათ რამდენიმე დღის წინ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ჰქონდათ და გოგოს ელოდებოდნენ.

Share.